
ჩელსი დაარსდა 1905 წლის 14 მარტს დღევანდელი ფულემ როუდის შესასვლელის პირდაპირ.
დაარსებიდან მცირე ხანში გუნდი საფეხბურთი ლიგის წევრი გახდა. კლუბის ადრეული წლები ნაკლებად წარმატებული გამოდგა.
ყველაზე ახლოს ჩელსი ტიტულთან 1915 წელს იყო, როდესაც ასოციაციის თასის ფინალში შეძლო თამაში შეფილდ იუნაიტედის წინააღმდეგ, თუმცა დამარცხდა.
კლუბს ჰქონდა რეპუტაცია გუნდისა, რომელიც ცნობილ, ვარსკვლავ ფეხბურთელებს იძენდა და სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებდა, მიუხედავად ამისა, პირველ და მეორე მსოფლიო ომებს შორის პერიოდში მისი როლი ინგლისურ ფეხბურთში მცირე იყო.
1952 წელს ჩელსის მთავარ მწვრთნელად ინგლისის ნაკრების და ლონდონის არსენალის ყოფილი ცენტრფორვარდი ტედ დრეიკი დაინიშნა. დრეიკმა კლუბის მოდერნიზება განახორციელა.
მან შეცვალა კლუბის პენსიონერის ემბლემა ახალი ლოგოთი, დანერგა ვარჯიშის ახალი სისტემები, გააუმჯობესა ჩელსის ახალგაზრდულ აკადემიაში არსებული მდგომარეობა.
შედეგად, გუნდმა შეძლო პირველი მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა. 1954–55 წლების სეზონში ჩელსიმ გაიმარჯვა ლიგის ჩემპიონატში და პირველად გახდა ინგლისის ჩემპიონი.
იმავე წელს ევროპის მმართველმა საფეხბურთო ორგანიზაცია უეფამ ჩემპიონთა თასი დააარსა, მაგრამ, საფეხბურთო ლიგის და საფეხბურთო ასოციაციის მხრიდან წინააღმდეგობის გამო, ჩელსიმ უარი თქვა ტურნირში მონაწილეობაზე.
1960–იან წლებში ტომი დოჰერტის თავკაცობით ჩელსის ახალგაზრდა კოლექტივი რამდენიმეჯერ ახლოს იყო ტიტულის მოპოვებასთან სხვადასხვ
...
კითხვის გაგრძელება »
სრულიად...
დაამატა: chiaberi
თარიღი: 31.08.2009